უჭირს დაასახელოს ერთი კონკრეტული შთაგონების წყარო,ამბობს,რომ ყველასგან იღებდა ცოტ-ცოტას და საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმად რასაც ახლა წარმოადგენს.
გიორგი მოდის პოლიციელია,რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონებს და მისი ქრთამით მოსყიდვა არც იფიქროთ.შეიძლება ჯერ სხვა არ შემხვედრია,მაგრამ ჯერჯერობით ის ერთადერთი ადამიანია ამ სფეროში და ბლოგერებში,რომელიც საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირებას და კრიტიკას არ ერიდება,გასდის კიდეც რადგან კრიტიკისას აუცილებელია თავად იყო იმ სფეროში გათვიცნობიერებული .გადახედეთ გიორგის ბლოგს და ჩემი დასტური აღარ დაგჭირდებათ რომ ამ ბიჭმა თავისი საქმე იცის.
დღეს იგი,უკვე თვითონაა საკუთარი თავის შთაგონების წყარო.მისი გონება და ფანტაზია აძლევს ყველაფერს რასაც ამბობს,წერს ან თუნდაც მიირთმევს.
საყვარელი დიზაინერი არ ყავს რადგან ფიქრობს,რომ იდეალური არავინაა და ყველას აქვს მინუსები.თუ მაინდამაინც ჩავეკითხებით გვიპასუხებს,რომ სხვა დანარჩენებისგან გამოარჩევს: Balenciaga,Givenchy და Comme Des Garcons.
გიორგის პირადად არ ვიცნობ,მაგრამ ერთი შეხედვითა და გასაუბრებითაც ჩანს,რომ დემოკრატია,არ ერევა არავის გადაწყვეტილებაში და მიუხედავად იმისა,რომ ამის საკმარისი ცოდნა აქვს არავის ახვევს თავზე იმ აზრს თუ როგორ ჩაიცვან,რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში რომ ეს ადამიანი პატივს სცემს განსხვავებულ ხედვასა და აზროვნებას.უბრალოდ მამაკაცებსა და არა მარტო მათ ურჩევს მეტი ესთეტიკა შეიტანონ თავიანთ სამოსში.
გიორგის ვერდიქტი ქართული მოდისადმი მკაცრია,მაგრამ სამწუხაროდ რეალობასთან ახლოს,მოდის პოლიციელი ფიქრობს,რომ საქართველოში მოდა,როგორც ხელოვნება,ბიზნესი,სამსახური ან უბრალოდ სურვილი აკეთო რაიმე ახალი არ არის განვითარებული და სამომავლო პერსპექტივის ბოლოს სინათლესაც ვერ ხედავს.
შეუძლებელია მას უმეტესს საკითხებში არ დაეთანხმო...ჩემში ოპტიმიზმის მარცვალს ვაღვივებ და ვიმედოვნებ გიორგის, მის მიერ გამოტანილი ვერდიქტი წლების შემდეგ თავადაც გაუკვირდება.ეს მაშინ, როდესაც მორიგ ინტერვიუზე შევუთანხმდები,როგორც რომელიმე ცნობილი მოდური ჟურნალის რედაქტორს,მე ამავე ჟურნალის ჟურნალისტი და ბლოგერი.
ეწვიეთ საიტზე Police in Fashion